კაკაოს კარაქი
46.11 32.27
აირჩიეთ :
ბენეფიტები:
პირველი ისტორიული პროდუქტი რომლითაც ჩვენი კომპანია შემოვიდა ბაზარზე ეს არის კაკაოს N1 ბესთსელერი კარაქი. რადგან ის წელიწადის ოთხივე სეზონზე შეუცვლელი მულტიფუნქციური პროდუქტია:
გაჯერებულია D, A, E ვიტამინებით;
იდეალურია ტანის დასატენიანებლად;
მშრალი და მტვრევადი თმის გამოსაკვებად;
სტრიების პრევენციისა და არსებულის გაუფერულებისათვის;
იდეალურია შოკოლადისფერი რუჯის მისაღებად და მიღებული რუჯის შესანარჩუნებლად;
იცავს გარუჯულ კანს აქერცვლისა და გამოშრობისაგან;
მიღებულ რუჯს ანიჭებს საოცარ ბზინვარებასა და მიმზიდველობას;
შემადგენლობა: კაკაოს კარაქი, სურნელება.
გამოყენების წესი:
კანის დასატენიანებლად:
100% ნატურალური კაკაო ძალიან მყარი მასაა სწორედ ამიტომ მთელი წლის განმავლობაში კანის დასატენიანებლად გვაქვს ისინი კუბიკების და გულების ფორმით.
ასე მისი გადანაწილება კანზე ბევრად უფრო მარტივია, კაკაოს ერთიანი მყარი მასის შეძენის შემთხვევაში მოათავსეთ ის 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე (გაალღვოთ ორთქლზე) და გადნობის შემდგომ დაიტანეთ ის სასურველ ზონაზე.
გარუჯვისთვის: სანამ გარუჯვას დაიწყებდეთ, სახლში კარგად დაისკრაბეთ კანი ყავის, ზღვის მარილის ან შაქრისა და თაფლის სკრაბით, რომ მოიშოროთ მკვდარი უჯრედები და მიიღოთ ერთფეროვანი მგრადი რუჯი.
წაისვით და თანაბრად გადაინაწილეთ კაკაოს კარაქი სუფთა, მშრალ კანზე და მიიღეთ სასიამოვნო მზის აბაზანები.
წყლიდან ამოსვლისას შეიმშრალეთ სხეული და გაიმეორეთ წასმის პროცედურა ხელახლა.
მიუხედავად იმისა , რომ მისი ბუნებრივი SPF გიცავთ მცირედ ულტრაიისფერი სხივებისაგან, ეს არ არის საკმარისი დაცვა დამწვრობისაგან და კანის სხვა დაზიანებებისაგან.
დამატებით აუცილებლად გამოიყენეთ მაღალ SPF 30-50 - იანი დამცავი განსაკუთრებით არარეკომენდირებულ საათებში გარუჯვისას.
სოლარიუმში შესვლამდე კარგად დაიტენიანეთ კანი ამ საოცარი კარაქით , რომ თავიდან აიცილოთ კანის გამოშრობა და ხელი შეუშალოთ კანის დაბერების პროცესს და ამასთანავე მიიღოთ უფრო მუქი და მგრადი რუჯი.
სტრიების პრევენციისათვის: აბაზანის მიღების შემდგომ, წაისვით პრობლემურ ზონებზე ( მკლავები , თეძოები , მუცელი , გვერდები, მკერდი,ბარძაყები, დუნდულები,) პროცედურა გაიმეორეთ დღეში მინიმუმ 2-ჯერ , დილა-საღამოს.
თმის გასაჯანსაღებლად: წინასწარ კარგად ჩამოივარცხნეთ თმა, გაადნეთ ორთქლზე კაკაოს კარაქის სასურველი ოდენობა, გადაინაწილეთ ფუნჯით თმის ძირებიდან ბოლოებამდე, რათა გაინოყივროთ როგორც სკალპი ასევე თმის გამომშრალი ბოლოები. შეიფუთეთ თბილი პირსახოცით და გაიჩერეთ ნიღაბი მინიმუმ 30 წუთით, უკეთესი შედეგისათვის დაიტოვეთ მთელი ღამით და შემდგომ შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ მინ 3-ჯერ.მიუხედავად დნობისა არ კარგავს თავის ძვირფას ფუნქციებს.
მოარიდეთ კაკაოს კარაქი ტანსაცმელთან შეხებას.
ისიამოვნეთ მისი საოცარი ბენეფიტებით;
- ბრენდი
- პიელ ნატურალსი
- ფასი
- 32.27
- ძველი ფასი
- 46.11
- ქვეყანა
- საქართველო
- ნანახია
- 14589